კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო თბილისი” ჰაიფას “მაკაბის” დაუპირისპირდება.

მატჩის წინ კომენტარი დინაოელთა თავკაცმა კახა ცხადაძემ გააკეთა.

“როგორც ვთქვი, ასეთ დონეზე შეცდომების დაშვება არ შეიძლება, რადგან არავინ გაპატიებს და ეს ნეფტჩისანაც გამოჩნდა, ამიტომ ხვალინდელ მატჩში შეცდომების დაშვების უფლაება არ გვაქვს.

ფეხბურთელებითვის ეს მატჩი ორმაგი მოტივაციაა, რათა დაივიწყონ ის მარცხი, რომელსაც ნეფტჩისთან არ ვიმსახურებდით – ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ესაა.

ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი კარგადაა. იმ ფსიქოლოგიური პრობლემის ფონზე, რაც კვასხვაძემ წინა მატჩებისგან მიიღო, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მან გუნდი დატოვა, თუ ვინ იქნება პირველი მეკარე, ამას ხვალ ვნახავთ”, – განახადა ცხადაძემ.