რა თანხა გამოიმუშავა ილია თოფურიამ?

UFC 264–ზე დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია რაიან ჰოლს დაუპირისპირდა. საბედნიეროდ, ილიამ ამერიკელი მეტოქე ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა და კარიერაში მე–11 გამარჯვება მოიპოვა. ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში კი მესამედ იასპარეზა.

აღნიშნული ღონისძიების მთავარი დაპირისპირება კი კონორ მაკგრეგორსა და დასტინ პორიეს შორის შედგა, რომლის გამარჯვებულიც ამერიკელი გახდა. GIVEMESPORT–ის ცნობით, ილია თოფურიამ

მოპოვებული გამარჯვებით, საერთო ჯამში $44,000 გამომუშავება შეძლო. რაიან ჰოლს კი წილად $41,500 ხვდა.