“ევრო 2020”-ის გამარჯვებული იტალიის ნაკრები გახდა.

პირველი ტაიმი ინგლისელების გამარჯვებით, ანგარიშით 0:1 დასრულდა. ლუკ შოუმ გოლი მე-2 წუთზე გაიტანა. ეს ევროპის ჩემპიონატის ფინალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი იყო.

შეხვედრის მეორე ნახევარში, 67-ე წუთზე ანგარიში ლეონარდო ბონუჩიმ გაათანაბრა. დამატებით ტაიმებში გოლის გატანა ვერცერთმა გუნდა ვერ მოახერხა, ამიტომ პირველად 1976 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონის ვინაობა პენალტების სერიაში გაირკვა.