რა თანხა გამოიმუშავეს გიგა ჭიკაძემ და მერაბ დვალიშვილმა UFC Vegas 25-ზე

UFC Vegas 25 გამორჩეული საღამო იყო ქართული MMA-სთვის. მერაბ დვალიშვილსა და გიგა ჭიკაძეს თავიანთი კარიერის ყველაზე რთული გამოცდა ჰქონდათ, რომელიც ორივე მათგანმა ზედმიწევნით კარგად ჩააბარა. მერაბ დვალიშვილმა თავის სტილში, დომინაციით დაამარცხა კოდი სტამანი, რაც შეეხება გიგას, მან თავისი საფირმო Giga Kick-ით მეტოქეს ღვიძლი გაუთიშა და ბრძოლა დაასრულა. 

ქართველი მებრძოლების ასპარეზობა ფინანსურადაც შესაბამისად დაფასდა – მერაბ დვალიშვილმა გუშინდელი გამარჯვებით 130.000$ გამოიმუშვა – 60 ათასი მონაწილეობისთვის, 60 ათასი მოგების ბონუსი. ხოლო 10 ათასი სპონსორებისგან შემოსული თანხა.

რაც შეეხება გიგა ჭიკაძეს, მან რეკორდული, ყველაზე მეტი თანხა გამოიმუშვა რაც აქამდე ქართელმა მებრძოლებმა გამოიმუშვეს UFC-ში – გიგამ 276,000$ მიიღო. 110,000 გარანტირებული, 100 ათასი მოგების ბონუსი, 16,000 სპონსორობის ხოლო 50,000 საღამოს ბონუსი.