ძალიან კარგი ინფორმაცია საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა

ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სომხეთის ნაკრები 5-0 დაამარცხა. შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. 

მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 4-გუნდიან ჯგუფში, 4 ქულით მე-2 პოზიციაზე გადაიგადაინაცვლა. 

ავთანდილ ასათიანის გუნდს ჯგუფში სომხეთის ნაკრების გარდა საფრანგეთის და რუსეთის ნაკრებები ჰყავს.

დღეს ამ ჯგუფში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, საფრანგეთი საკუთარ მოედანზე რუსეთს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები კი შემდეგ მატჩს 10 მარტს გასვლაზე კვლავ სომხეთთან გამართავს.