2021 წლის მარტის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: ახლა საუკეთესო დროა სიყვარულისთვის!

Couple in nature.Happy couple fall in love under a beautiful cherry tree.

მარტის თვის დაწყებისთანავე, სულიერი, ფსიქოდელიური და გულწრფელი გრძნობები გათავისუფლდება. თევზების სეზონი არამხოლოდ მომხიბლავი ენერგიით აავსებს კოსმოსს, არამედ 3 მარტს, მამაცი მარსი ცნობისმოყვარე ტყუპებად გადაიქცევა. ეს გააძლიერებს მრავალფეროვნების შიმშილს, რაც ხელს შეგიწყობთ გონება ახალი შესაძლებლობებისთვის გახსნათ!

თვის შუა რიცხვებში თევზების სეზონის ნამდვილ ძალას იგრძნობთ. 10 მარტს, მზე საკუთარ ძალებს შემოქმედებით, წარმოსახვით და ინტუიციურ ნეპტუნთან გააერთიანებს, რაც გაზრდის რეალობიდან გაქცევისა და ცხოვრებას გაფერადების სურვილს. თუმცა 13 მარტს, როდესაც ახალი მთვარე თევზებში ცას გაანათებს, ის ცხოვრების სულიერი გააზრებისკენ მოგიწოდებთ.

ამ დღეს, სასიყვარულო ცხოვრება რომანტიკულ და მაგიურ სტიმულებს მიიღებს, რადგან პარალელურად, ვენერა და ნეპტუნი ერთმანეთს დაუკავშირდებიან. ეს ყველაფერი არ არის: 15 მარტს მერკური – კომუნიკაციის პლანეტა – თევზებში გადავა, რაც გულწრფელ, ემპათიურ და ემოციურ გაცვლას შეუწყობს ხელს. თვის შუა რიცხვები უბრალოდ იდეალური დროა რომანის დაწყებისთვის!

ვერძის სეზონი 20 მარტს იწყება და რადგან ვერძი ზოდიაქოს ბორბლის პირველი ნიშანია, ასტროლოგიური ახალი წლის ჯადოსნური ძალა ორჯერ გაიზრდება. ვერძი მამაცი და მოტივირებული ენერგიით აგავსებთ. ხოლო მას შემდეგ, რაც 21 მარტს, ვენერა ვერძში გადავა, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ქარიშხლიან რომანებში დაიკარგეთ და ერთი ნახვით შეგიყვარდათ – ვერძი ხომ მოუთმენელია!

მოკლედ, მზად ხართ წლის ყველაზე ემოციური და დაუვიწყარი თვისთვის?
ვერძი